პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, თავის სამხედროებს გაიყვანდა და ომი დასრულდებოდა - ანალენა ბერბოკი

საქართველო, თბილისი - 23:44 | 05.01.2023
ნანახია: 345

პუტინს მშვიდობა რომ სურდეს, თავის სამხედროებს სახლში გაიყვანდა და ომი დასრულდებოდა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

„როგორც ჩანს, მას, უბრალოდ, მცირე შესვენების შემდეგ ომის გაგრძელება სურს. ე.წ. ცეცხლის შეწყვეტა ვერ მოიტანს თავისუფლებას, ვერც უსაფრთხოებას ხალხისთვის, რომელიც რუსული ოკუპაციის ყოველდღიური საფრთხის ქვეშ ცხოვრობენ. სწორედ ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელების მხარდაჭერას“, – წერს Twitter-ზე.გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 6 იანვრის 12:00 საათიდან ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის განკარგულება გასცა. კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საშობაოდ, 7 იანვრის 24 :00 საათამდე იმოქმედებს. მოსკოვმა მოუწოდა კიევს, ამ პერიოდში ასევე შეწყვიტოს ცეცხლი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე