ეს ფარისევლობა თქვენთვის შეინახეთ - პოდოლიაკი "დროებით ზავზე"

საქართველო, თბილისი - 22:24 | 05.01.2023
ნანახია: 309

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ეხმიანება კრემლის მოწოდებას, უკრაინამ შეწყვიტოს ცეცხლი ერთი დღით, რათა "საბრძოლო მოქმედებების ადგილებში მცხოვრებმა მართლმადიდებელმა მოქალაქეებმა საშობაოდ დღესასწაულზე ეკლესიებში მისვლა უსაფრთხოდ შეძლონ".

"უპირველეს ყოვლისა,, უკრაინა არ შეჭრილა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და არ ხოცავს სამოქალაქო პირებს, როგორც ამას რუსეთი აკეთებს. უკრაინა ანადგურებს საოკუპაციო არმიის ჯარისკაცებს მისსავე ტერიტორიაზე. რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი "დროებითი ზავი". ეს ფარისევლობა თქვენთვის შეინახეთ", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 6 იანვრის 12:00 საათიდან ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის განკარგულება გასცა. კრემლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი საშობაოდ, 7 იანვრის 24 :00 საათამდე იმოქმედებს. მოსკოვმა მოუწოდა კიევს, ამ პერიოდში ასევე შეწყვიტოს ცეცხლი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე