პუტინმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა

საქართველო, თბილისი - 20:10 | 05.01.2023
ნანახია: 318

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გასცა.

რუსული მედიის ცნობით, ცეცხლი შეწყვეტის რეჟიმი 6 იანვარს, მოსკოვის დროით ღამის 12:00 საათზე ამოქმედდება და 7 იანვრის 24:00 საათამდე გაგრძელდება.

მანამდე ე.წ. საშობაო ზავის გამოცხადების ინიციატივით რუსეთის პატრიარქი კირილი გამოვიდა.

კრემლი ასევე მოუწოდებს უკრაინას, შეწყვიტოს ცეცხლი, რათა „საბრძოლო მოქმედებებში მცხოვრებ მართლმადიდებელ მოქალაქეებს დღესასწაულზე ეკლესიებში მისვლა უსაფრთხოდ შეეძლოთ“.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე