უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

საქართველო, თბილისი - 15:00 | 04.01.2023
ნანახია: 291

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. უკრაინული მედიის ცნობით, ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის საჰაერო ძალების ოთხი ბომბდამშენი აფრინდა. პარალელურად კი, რუსეთმა აზოვისა და შავ ზღვებში ხუთი საბრძოლო გემი შეიყვანა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის არმიამ რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევები ათ დასახლებულ პუნქტთან მოიგერია.

ღამით რუსმა სამხედროებმა მძიმე არტილერიით დაბომბეს ნიკოპოლი. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, გაზსადენი და ელექტროგადამცემი ხაზი.

ასევე რუსებმა იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის იმ ნაწილზე, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. თავის მხრივ, უკრაინის არმიამ შეტევა განახორციელა ზაპოროჟიეს მიმართულებით. უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად მოკლული და დაჭრილია 250-ზე მეტი რუსი სამხედრო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე