რა ურთიერთობები შეიძლება გვქონდეს აგრესორთან, სახელმწიფოსთან, რომელიც მეზობლებს კლავს? - მაია სანდუ რუსეთზე

საქართველო, თბილისი - 14:30 | 30.12.2022
ნანახია: 357

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ აგრეოსორ სახელმწიფოსთან განსახილველი არაფერი აქვს. სანდუმ მოლდოვის ტელეარხ Moldova 1-ის გადაცემაში მიიღო მონაწილეობა. მან შეკითხვაზე გეგმავს თუ არა მოლდოვის ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკებას, განაცხადა, რომ ხელისუფელბაში მოსვლის დროს ქვეყნის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარება სურდა, მაგრამ უკრაინაში ომმა და მეზობელი ხალხის მკვლელობამ ეს შეუძლებელი გახადა.

სანდუმ კომენტარი გააკეთა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან რეგულარულ მუქარებზე.

„ეს მუქარები, სამწუხაროდ, ასეთია რუსეთის იარაღი: მუქარა, სხვა ქვეყნების დაშინების მცდელობა. ის, რასაც უკრაინაში ვხედავთ, საერთო ჯამში ძალიან სერიოზულია. როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, განვაცხადეთ, რომ გვსურდა კონსტრუქციული ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ მას შემდეგ რაც ეს ომი დაიწყო, რა ურთიერთობები შეიძლება გვქონდეს აგრესორთან, სახელმწიფოსთან, რომელიც მეზობლებს კლავს?“, - განაცხადა სანდუმ.

შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა ის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას, სანდუმ უპასუხა: „ჩვენ აგრესორ სახელმწიფოსთან განსახილველი არაფერი გვაქვს“.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე