კამბოჯაში, სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:11 | 30.12.2022
ნანახია: 302

კამბოჯის ქალაქ პოიპეტის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ასი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, კიდევ  30 ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული. გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმრო Grand Diamond City Hotel and Casino-ს მობინადრეებმა შენობის დროულად დატოვება ვერ შეძლეს, რადგან კარის ელექტრონული საკეტები არ ამუშავდა.

დაშავებულბეს აღენიშნებოდათ სხეულის დამწვრობა, ზოგიერთი სხვადასხვა მასალის წვის შედეგად მოიწამლა, ზოგიერთი კი მაღალი სართულებიდან გადახტომის დროს დაშავდა.

სხვადასხა ვერსიით, ხანძარი საწვავის ავზის აფეთქებამ ან ელექტროსადანების გაუმართაობამ გამოიწვია. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა 10 საათის შემდეგ შეძლეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე