რუსეთმა კიევის მიმართულებით 7 კამიკაძე დრონი გაუშვა, შვიდივე უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო - კლიჩკო

საქართველო, თბილისი - 12:07 | 30.12.2022
ნანახია: 346

30 დეკემბერს, ღამით, უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით რუსეთმა 7 კამიკაძე დრონი გაუშვა. კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, შვიდივე უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა  ჩამოაგდო.

„ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 7 კამიკაძე დრონი კიევის წინააღმდეგ გაუშვეს, 2 მათგანი დედაქალაქთან ახლოს ჩამოაგდეს, 5 კი კიევის თავზე.

ნამსხვრევებმა გოლოსევის რაიონში ერთი საცხოვრებელი და ერთი არასაცხოვრებელი სახლის ფანჯრები დააზიანა, დაშავებულები არ არიან“, - განაცხდა კლიჩკომ.

ამასთან, კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ ოლქში ასევე ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატები, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუსახელებია. მის თქმით, მტრის სამიზნე ინფრასტრუქტურის ობიექტები იყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე