საჭიროების შემთხვევაში უკრაინელი სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე შევლენ - დანილოვი

საქართველო, თბილისი - 11:43 | 30.12.2022
ნანახია: 376

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსეი დანილოვი აცხადებს, რომ საჭირო თუ გახდება უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შევლენ. ამის შესახებ დანილოვმა kyivpost-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის დასაცავად საჭირო თუ იქნება რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა, ჩვენ იქ ვიქნებით და არავის შევეკითხებით. ყველა საუბარი, რომ ვიღაცის გაღიზიანება არ არის საჭირო, სისულელეა“, – განაცხადა დანილოვმა.

მანამდე უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები საბრძოლო მოქმედებების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადატანას კატეგორიულად გამორიცხავდნენ.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რუსეთში ბრიანსკის ოლქში 4 უკრაინელი სამხედროს დაღუპვის შესახებ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე