ოკუპანტები დღის განმავლობაში, ხარკივს მეორედ ბომბავენ, არიან დაღუპულები

საქართველო, თბილისი - 18:08 | 29.12.2022
ნანახია: 333

უკრაინაში დღის განმავლობაში მეორედ რუსეთის ძალები ქალაქ ხარკივს ბომბავს. ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, რასაც აფეთქებები მოჰყვა.

ხარკივის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ინდუსტრიულ რაიონში ინფრასტრუქტურას ბომბავს.

ხარკივის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, დღეს, რუსეთის დაბომბვებს, ხარკივში ორი ადამიანი ემსხვერპლა. 

 ამასთან, ბელარუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის მიერ ნასროლი რაკეტა დაეცა. ჯერჯერობით უცნობია აღნიშნული რაკეტა ჩამოაგდეს თუ თავისით ჩავარდა. დღევანდელი სარაკეტო იერიშის შედეგად კიევის 40 პროცენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე