კიევის თავზე უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 16 რუსული რაკეტა გაანადგურა - კლიჩკო

საქართველო, თბილისი - 13:40 | 29.12.2022
ნანახია: 341

კიევის თავზე ურაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 16 რაკეტა გაანადგურეს. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს. იუწყება უკრაინული მედია.

„დაზუსტება საჰაერო თავდაცვის ძალებისგან - კიევის თავზე უკვე განადგურებულია 16 რაკეტა“, - წერს კლიჩკო.

29 დეკემბრის დილიდან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური დაბომბვა დაიწყო. რუსეთმა უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან საჰაერო და საზღვაო ფრთოსანი რაკეტებით, სტრატეგიული თვითმფრინავებითა და გემებით შეუტია.

კიევში, დარნიცის რაიონში ჩამოგდებული რუსული რაკეტების ნამსხვრევებმა ორი კერძო სახლი დააზიანეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია სამი დაშავებულის შესახებ, მათ შორის ერთი 14 წლის გოგოა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე