ფრონტზე სიტუაცია ჩიხშია - კირილო ბუდანოვი

საქართველო, თბილისი - 11:48 | 29.12.2022
ნანახია: 369

უკრაინაში, ფრონტზე სიტუაცია ჩიხშია შესული, რადგან არც რუსეთს და არც უკრაინას ამ ეტაპზე წინსვლა არ აქვთ, – ამის შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგნტოს ხელმძღვანელმა, კირილო ბუდანოვმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

„სიტუაცია, უბრალოდ, ჩიხშია, არ იძვრის“, – განაცხადა ბუდანოვმა.

ბუდანოვის თქმით, რუსეთი ახლა სრულ ჩიხშია და განიცდის ძალიან დიდ დანაკარგს. მისივე განცხადებით, კრემლში ისევ განიხილავენ მობილიზაციის კიდევ ერთი ფაზის გამოცხადებას.

"ჩვენ მოუთმენლად ველით ახალი იარაღის მიწოდებას და უფრო მოწინავე იარაღის", - თქვა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, ამჟამად ვერ ხედავს ბელარუსის ჯარების მხრიდან რეალურ, გარდაუვალ საფრთხეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე