ოკუპანტებისგან უკვე 1800-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გავათავისუფლეთ - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 21:04 | 28.12.2022
ნანახია: 368

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტებისგან უკვე 1 800-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა.

ამის შესახებ მან რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებიც უკრაინელებს ბრძოლის ველზე რუსული ტირანიის დამარცხებაში ეხმარებიან.

„უკრაინის 1800--ზე მეტი ქალაქი და სოფელი უკვე გავათავისუფლეთ ოკუპანტებისგან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ წარმოუდგენლად მიაჩნდათ, რომ უკრაინას „პატრიოტის“ ტიპის  საჰაერო თავდაცვის სისტემები ექნებოდა.

„მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს ასეთი შეთანხმება. მადლობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ეს უკრაინისადმი ნდობის  განსაკუთრებული ნიშანია, ეს არის ნამდვილი მოკავშირეობა ამერიკის შეერთბულ შტატებთან. ჩვენ ამას მივაღწიეთ“, - განაცხადა  ზელენსკიმ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე