ბახმუტში არ არსებობს ადგილი, რომელიც სისხლით არ არის გაჟღენთილი, მაგრამ უკრაინული დონბასი დგას - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 19:04 | 28.12.2022
ნანახია: 333

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტების მიერ ნანგრევებადქცეული ბახმუტის ფოტოებს აქვეყნებს, რომელსაც უკრაინელი სამხედროები თავგანწირვით იცავენ.

„ჯერ კიდევ გასულ წელს იქ 70 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი. იქ არ არსებობს ადგილი, რომელიც სისხლით არ არის გაჟღენთილი, არ არის საათი, როცა არტილერიის საშინელი ხმა არ ისმოდეს. მაგრამ ბახმუტი დგას. ჩვენი თავდაცვის ძალები დგანან. უკრაინული დონბასი დგას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. რომელსც დართული აქვს ფოტოები ნახევრად დანგრეული ქალაქიდან.

 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე