ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინაში 35 000-ზე მეტი ობიექტი გაანადგურა

საქართველო, თბილისი - 11:02 | 28.12.2022
ნანახია: 323

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ომის დაწყებიდან რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე 35 000-ზე მეტი ობიექტი გაანადგურეს.

ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ევგენი ენინმა ტელემარათონში ისაუბრა.

მათ შორის რუსეთმა ქვეყნის კრიტიკული ინფრასტრუქტურის 700 ობიექტი დააზიანა.

მისი ცნობით, მხოლოდ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამართალდამცველებმა 27 დასახლებული პუნქტის მისამართით ცეცხლის გახსნის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე