ჩვენი ქვედანაყოფები ყირიმში იარაღით ხელში შევლენ - კირილო ბუდანოვი

საქართველო, თბილისი - 13:48 | 26.12.2022
ნანახია: 343

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი ამბობს, რომ უკრაინა ყირიმს კომბინირებული გზით  - ძალითაც და დიპლომატიითაც დაიბრუნებს. ამის შესახებ ბუდანოვმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ყირმს კომბინირებული გზით დავიბრუნებთ - ძალითაც და დიპლომატიითაც. მაგრამ ძალის გარეშე არაფერი იქნება. ჩვენი ქვედანაყოფები იქ {ყირიმში} იარაღით ხელში შევლენ“, - თქვა ბუდანოვმა.

 ჟურნალისტის სიტყვებს, რომ დასავლეთში ყირიმს "წითელ ხაზად" მიიჩნევენ, ბუდანოვმა უპასუხა, რომ არ აინტერესებს "იმ ადამიანთა მოსაზრების მოსმენა, ვინც უკრაინელი ხალხის ნებას არ ასახავს".

ბუდანოვმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ყველა წართმეულ ტერიტორიას დაიბრუნებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არის 1991 წლის  საზღვრებში აღიარებული ქვეყანაა და ის, ვინც ამას არ ეთანხმება, არ ეთანხმება მსოფლიო წესრიგსაც, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების და გაეროს ახალი საწყისების შემდეგ არსებობს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე