პარიზში პოლიციასა და ეთნიკურად ქურთებს შორის შეტაკებები მოხდა

საქართველო, თბილისი - 19:35 | 24.12.2022
ნანახია: 334

პარიზში პოლიციასა და ეთნიკურად ქურთ დემონსტრანტებს შორის შეტაკება ისევ მოხდა. ისინი ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც 3 ადამიანი 23 დეკემბერს პარიზში კულტურულ ცენტრთან ცეცხლის გახსნის დროს დაიღუპა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 24 დეკემბერს საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტებმა რამდენიმე მანქანა ამოატრიალეს და რესპუბლიკის მოედანზე ხანძარიც გააჩინეს. როგორც ცნობილია, შეტაკებები მოხდა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტებმა პოლიციას ჭურვები ესროლეს. სამართალდამცველებმა პროტესტანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

23 დეკემბერს პარიზის ცენტრში, 69 წლის კაცმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. გარდაიცვალა 3 და დაიჭრა 4 ადამიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე