ჩინეთში ერთ დღეში COVID-19-ით 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა - Bloomberg

საქართველო, თბილისი - 12:37 | 24.12.2022
ნანახია: 300

ჩინეთში 20 დეკემბერს Covid-19-ით  37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ Bloomberg-ი ამ ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის დახურულ სხდომაზე დაყრდნობით წერს.

ჯანდაცვის ეროვნული კომისიის შიდა შეხვედრის ოქმის მიხედვით, დეკემბრის პირველ 20 დღეში, კორონავირუსული ინფექციით 248 მილიონი ადამიანი ანუ ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 18%-ი დაინფიცირდა. შეხვედრის ოქმში არ არის ნახსენები, თუ რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ეპიდემიამ.

ვირუსის სწრაფი გავრცელება, სავარაუდოდ, პეკინის მიერ Covid-19-ის ნულოვანი პოლიტიკის შემსუბუქებას უკავშირდება, რამაც გამოიწვია "ომიკრონის" ტიპის ვირუსის გავრცელება ბუნებრივი იმუნიტეტის დაბალი დონის მქონე მოსახლეობაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე