რუსეთის ქალაქ კემეროვოში მოხუცებულთა თავშესაფარში ხანძარს 20 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:17 | 24.12.2022
ნანახია: 306

რუსეთის ქალაქ კემეროვოში მოხუცებულთა თავშესაფარი დაიწვა, დაიღუპა 20 ადამიანი. ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარმა 180 კვადრატული მეტრის ფართობი მოიცვა. ადგილზე 80 მაშველი და 28 ერთეული ტექნიკა მუშაობდა.

ხანძარი ლიკვიდირებულია, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენიდთი სამუშაოები.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე