პარიზის ცენტრში შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა, დაღუპულია, სულ მცირე, სამი ადამიანი

საქართველო, თბილისი - 18:05 | 23.12.2022
ნანახია: 423

პარიზის ცენტრში, 69 წლის კაცმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც გარდაიცვალა 3 ადამიანი, დაიჭრა კიდევ 4 ადამიანი, მათ შორის ორი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, 69 წლის ეჭვმიტანილი კაცი პოლიციამ მალევე დააკავა. თავდასხმის მოტივი ან სამიზნე ჯერჯერობით გაურკვეველია.

გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი საფრანგეთის მოქალაქეა, რომლის შესახებ პოლიციას ინფორმაცია ჰქონდა მკვლელობის ორ მცდელობასთან დაკავშირებით.

მოწმეების განცხადებით, შემთხვევის ადგილზე შვიდი ან რვა გასროლის ხმა გაიგეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე