ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს აშშ-ში ჩავა და ჯო ბაიდენს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 09:33 | 21.12.2022
ნანახია: 324

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. როგორც BBC წერს, ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ზელენსკის სიტყვით გამოსვლა კონგრესში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი საგარეო ვიზიტი იქნება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე