რუსეთმა კიევზე კამიკაძე დრონებით მასშტაბური იერიში განახორციელა

საქართველო, თბილისი - 11:09 | 19.12.2022
ნანახია: 346

რუსეთი ძალებმა 19 დეკემბერს, ღამით, კიევზე დრონებით მასშტაბური იერიში განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის საქალაქაო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში გრძლედება. კიევში გამთენიისას აფეთქებების ხმა ისმოდა.

აღნშინულია, რომ მუშაობს საჰაერო თავდაცვა.

მოგვიანებით, მედიამ უკრაინის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა თავდასხმა 35 ირანული კამიკაძე დრონით განახორციელა, მათ შორის 30 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

ამასთან, კიევის მერიის ცნობით, ინფრასრუქტურის ობიექტების დაზიანების გამო ელექტროენერგია ქალაქს შეფერხებებით მიეწოდება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე