კრივი რიჰში რუსეთის სარაკეტო თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის წლინახევრის ბავშვი

საქართველო, თბილისი - 13:44 | 17.12.2022
ნანახია: 348

უკრაინის ქალაქ კრივი რიჰში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა. დნიპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან წლინახევრის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს.

მანამდე, ქალაქის დაბომბვის შემდეგ რეზნიჩენკო წერდა: „დაიღუპა 64 წლის ქალი და ახლგაზრდა ცოლ-ქმარი. სახლის ნანგრევების ქვეშ კიდევ მათი პატარა შვილია.  დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. 7 წლის გოგონას მდგომარეობა მძიმეა“.

პარასკევს, 16 დეკემბერს, რუსეთის არმიამ სარაკეტო დარტყმები მიიტანა უკრაინის რამდენიმე ოლქზე, რამაც ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე ელექტრონერგიის გათიშვა გამოიწვია. ოქტომბრის შემდეგ ეს იყო უკვე მეცხრე მასირებული თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე