ოკუპანტებმა უკრაინის წინააღმდეგ 74 რაკეტა ისროლეს, 60 საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო - უკრაინის გენშტაბი

საქართველო, თბილისი - 21:53 | 16.12.2022
ნანახია: 329

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ 16 დეკემბერს, ოკუპანტებმა 74 რაკეტა ისროლეს, მათ შორის 60  - საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო.

„დილით, მტერმა მასირებული სარაკეტო დარტყმები მიაყენა ჩვენი ქვეყნის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, დაზუსტებული მონაცემებით, რუსმა ოკუპანტებმა ისროლეს 70 ფრთოსანი და 4 საავაციო რაკეტა. 60 ფრთოსანი რაკეტა ჩვენმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა  ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი და საცხოვრებელი სახლები ჟიტომირის, კიევის, ხარკივის, დნიპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე