ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება ხელისუფლების და საზოგადოების წარმატებაა - თალაკვაძე
საქართველო, თბილისი - 19:51 | 16.12.2022 ნანახია: 515
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებიტ, სტრასბურგისა და ჰააგის სამართლებრივი გადაწყვეტილებები დაეხმარება საქართველოს, აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა.
თალაკვაძის თქმით, ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, სტრასბურგში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმის მოგების შემდეგ.
„ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, საზოგადოების კიდევ ერთი წარმატებაა საერთაშორისო ასპარეზზე, სიმართლისთვის ბრძოლაში. ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რომ ეს სამართლიანი გადაწყვეტილება დამდგარიყო, რაც დღეს საჯაროდ გახდა ცნობილი. მინდა მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს, განსაკუთრებით იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს და ჩვენს პროკურორებს, რომლებმაც ძალიან ბევრი იმუშავეს იმისთვის, რომ ასეთი გადაწყვეტილება დამდგარიყო. სტრასბურგში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმის მოგების შემდეგ, ეს უდავოდ გახდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, წარმატება სიმართლისთვის ბრძოლაში. სიმართლე არის ჩვენს, საქართველოს მხარეს და მე დარწმუნებული ვარ, ეს საერთაშორისო სამართლებრივი გადაწყვეტილებები ჯერ სტრასბურგში, შემდეგ კი, ჰააგაში დაეხმარება საქართველოს, რომ აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ამ გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რასაც ვამბობდით, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ყველა არგუმენტი საქართველოს მხარეს არის. სიმართლე არის ჩვენს მხარეს და ყოველთვის მჯეროდა, რომ ამ სიმართლის დამტკიცება შესაძლებელი იყო. ძირითადი უდიდესი სამუშაო ამ მიმართულებით ჩატარდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ჰააგაში ამ გამოძიების მასალებს თან ერთოდა საქართველოს მაშინდელი ომბუდსმენის, სოზარ სუბარის და მისი ოფისის მიერ მოპოვებული მასალები. მათ შორის მეც, როდესაც პირადად გახლდით აგვისტოს ომის დღეებში ომის ზონაში, 22 სოფელში იქ შეგროვებული ინფორმაცია ჰუმანიტარული პირობების, ადამიანების მკვლელობების და მათი დევნის შესახებ. სპეციალური ანგარიში, რომელიც სოზარ სუბართან ერთად, მაშინ მისმა ოფისმა მოვამზადეთ, თან ერთვოდა ამ საგამოძიებო მასალებს. ჩვენ გვჯეროდა, რომ სიმართლე აუცილებლად იქნებოდა აღიარებული“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორი კარიმ ხანი აცხადებს, რომ აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დაასრულა, თუმცა გრძელდება მუშაობა იმ პირთა სასამართლოში წარსადგენად, რომელთა დაკავებაზეც ორდერები გაიცა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















