ევროპარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა
საქართველო, თბილისი - 17:05 | 15.12.2022 ნანახია: 489
ევროპარლამენტმა ჰოლოდომორი, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა უკრაინაში 1932-33 წლებში მოაწყო, გენოციდად აღიარა.
„ევროპარლამენტის დეპუტატები მკაცრად გმობენ ქმედებებს, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიკვდილი გამოიწვია და მოუწოდებს ყველა ქვეყანასა და ორგანიზაციას, რომლებსაც ეს ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ, მიბაძონ მათ მაგალითს და აღიარონ ის გენოციდად“, - ნათქვამია განცხადებაში.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ტოტალიტარული საბჭოთა რეჟიმის განდიდებამ და საბჭოთა დიქტატორის იოსებ სტალინის კულტის აღორძინებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ დღეს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოს წარმოადგენს.
ევროპარლამენტის დეპუტატები ასევე გმობენ რუსეთის დანაშაულებს, რომელსაც კვლავ ადგილი აქვს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რაც არის ზამთრის პერიოდში უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული განადგურება.
რეზოლუცია რუსეთის ამჟამინდელ რეჟიმს ადანაშაულებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაში, უკრაინის, როგორც სუვერენული სახელმწიფოსა და მისი ხალხის იდენტობისა და კულტურის განადგურების მცდელობაში.
რეზოლუცია ასევე გმობს იმ ფაქტს, რომ მიმდინარე ომმა შექმნა გლობალური სასურსათო კრიზისი, რა დროსაც რუსეთი ანადგურებს და ძარცვავს უკრაინის ხორბლის საცავებს და ხელს უშლის უკრაინის მარცვლეულის ექსპორტს მსოფლიოს ღარიბ ქვეყნებში.
ამის გარდა, ევროპარლამენტის დეპუტატებს სურთ, რომ ევროკავშირმა და მესამე ქვეყნებმა გაზარდონ ცნობადობა ჰოლოდომორის მოვლენებისა და სხვა დანაშაულების შესაებ, რომლებიც საბჭოთა ტოტალიტარულმა რეჟიმმა ჩაიდინა.
რეზოლუციას მხარი დაუჭირა 507-მა დეპუტატმა, 12-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 17-მა თავი შეიკავა.
მანამდე, 14 დეკემბერს, ჩეხეთის სენატმა ჰოლოდომორი უკრაინელების გენოციდად აღიარა.
უფრო ადრე, 24 ნოემბერს ირლანდიის პარლამენტის ზედა პალატამ, ასევე მოლდოვის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, რუმინეთის პარლამენტმა კი ჰოლოდომორი კაცობრიობისა და უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად ცნო.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
მსოფლიო
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















