პოლონეთის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა

საქართველო, თბილისი - 15:02 | 15.12.2022
ნანახია: 392

პოლონეთის სეიმმა რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარა.

როგორც რეზოლუციაშია აღნიშნული, რუსეთი მუდმივად არღვევს ადამიანის უფლებებს, საერთაშორის სამართალს, გაეროს რეგულაციებს და სხვა საერთაშორისო ვალდებულებებს. თავს ესხმის სხვა ქვეყნების ტერიტორიებს, სჩადის ომის დანაშაულებს და აწყობს გენოციდს. ახორცილებს თავდასხმებს ენერგეტიკის სფეროში. 

"ტერორიზმის ის ფორმები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის მოქალაქეების წინააღმდეგ იყენებს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და გენოციდია", - ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსი სამხედროები უკრაინაში ტერორისტულ თავდასხმებს ახორციელებენ, საუბარია მასობრივ მკვლელობებზე, სექსუალურ ძალადობასა და წამებაზე.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე