ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაცვის შესახებ

საქართველო, თბილისი - 12:10 | 14.12.2022
ნანახია: 314

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაცვის კანონს. იუწყება CNN

 „დღეს, ქორწინების დაცვის შესახებ კანონის ხელმოწერით, ვზეიმობთ ჩვენს პროგრესს... დღეს ამერიკა დგამს კიდევ ერთ ნაბიჯს თანასწორობისკენ, თავისუფლებისა და სამართლიანობისკენ არამხოლოდ ზოგიერთისთვის, არამედ ყველასთვის“, - განაცხადა ბაიდენმა.

აღნიშნული კანონის მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გაჩნდა ვარაუდი, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლო, სადაც უმრავლესობაში კონსერვატორი მოსამართლეები არიან, მზადაა, გადახედოს 2015 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერი გახდა. ახალი კანონი მისცემს საშუალებას ფედერალურ მთავრობასა და შტატებს, აღიაროს ერთნაირსქესიანთა ქორწინება, თუ ის იმ შტატებში გაფორმდა, სადაც მსგავსი ქორწინება ლეგალურია.

კანონის ხელმოწერის შემდეგ, თეთრი სახლი ცისარტყელის ფერებში განათდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე