უკრაინის სამ რეგიონში განგაში გამოცხადდა, აფეთქებების ხმა ისმოდა კიევში

საქართველო, თბილისი - 09:16 | 14.12.2022
ნანახია: 400

დილიდან უკრაინაში კიევის, ჟიტომირისა და ვინიცის ოლქებში განგაში გამოცხადდა.

მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქში (კერძოდ, კიევის შემოგარენსა და თავად დედაქალაქში) აფეთქებების ხმა ისმოდა.

კიევის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხლმძღვანელმა ოლექსეი კულებამ განაცხადა, რომ ამუშავდა საჰაერო თავდაცვის სისტემები.  

კულებამ აღნიშნა, რომ მნიშვნელავანია მოქალაქეები თავშესაფრებსა და უსაფრთხო ადგილებში გადავიდნენ.  

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქბები შევჩენკოს რაიონში მოხდა. მისი ინფორმაციით შესაბამისი სამსახურები შემთხვეის ადგილისკენ მიემართებიან. მისივე თქმით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე