ოკუპირებულ მელიტოპოლთან ხიდი ააფეთქეს, რომლითაც რუსებს აღმოსავლეთის მიმართულებიდან სამხედრო ტექნიკა გადაჰყავდათ

საქართველო, თბილისი - 10:22 | 13.12.2022
ნანახია: 306

რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლთან ხიდი ააფეთქეს, რომლითაც რუს ოკუპანტებს აღმოსავლეთის მიმართულებიდან სამხედრო ტექნიკა გადაჰყავდათ. ინფორმაციას უკრიანული მედია მელიტიპოლის მერზე, ივან ფიოდოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მელიტოპოლში „დაიღალა“ ხიდი, რომელიც აკავშირებდა ქალაქს სოფელ კონსტანტინოვკასთან. ეს არის სტარტეგიულად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხიდი. სწორედ მისი საშუალებით ოკუნატებს გადაჰყავდათ სამხედრო ტექნიკა აღმოსავლეთის მიმართულებიდან. მაშ, არაძვირფასო რაშისტებო, უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე ახლოს არიან. უკანმოუხედავად გაიქცევით!“ – აცხადებს ფედოროვი.

„რია ნოვოსტის“ ცნობით, ხიდმა აფეთქებას გაუძლო, თუმცა დაზიანდა სავალი ნაწილი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე