სეკულარულ სახელმწიფოში რა შუაშია საპატრიარქო, ნებისმიერ პოლიტიკურ ან ქვეყნის თავდაცვის საკითხზე რაიმე ექსკლუზიური ფუნქცია ან უფლება გააჩნია? - ბოკერია
საქართველო, თბილისი - 19:40 | 12.12.2022 ნანახია: 474
სეკულარულ სახელმწიფოში რა შუაშია საპატრიარქო, ნებისმიერ პოლიტიკურ ან ქვეყნის თავდაცვის საკითხზე რაიმე ექსკლუზიური ფუნქცია ან უფლება გააჩნია? - ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბიბლიური თავისუფლების გაუქმების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
"დღევანდელი მანკიერი სისტემა რომ შესაცვლელია, ეგ უდავოა, ან უნდა გვქონდეს პროფესიული სისტემა, სადაც არავის იძულება არ ხდება, ან თუ ზოგადად არსებობს გაწვევის იძულება, ის თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს ნებისმიერი რელიგიური მრწამსის ადამიანზე და შეიძლება იყოს ალტერნატიული სამსახური, სადაც პაცეფისტური მიდრეკილების ადამიანი იარაღს ხელში არ აიღებს, მაგრამ სანიტარი იქნება და ასე შეიტანს თავის წვლილს ქვეყნის დაცვაში.
თუმცა, ამ განცხადების ამოცანა ეგ კი არ არის, ყველაზე სკანდალური ნაწილი ამ განცხადებაში არის ის, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით გავაკეთეთო, სეკულარულ სახელმწიფოში რა შუაშია საპატრიარქო?! ნებისმიერ პოლიტიკურ ან ქვეყნის თავდაცვის საკითხზე რაიმე ექსკლუზიური ფუნქცია ან უფლება გააჩნია?!
ამ განცხადების ამოცანა ამ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ზრდა არ არის, ამას ივანიშვილისგან და ღარიბაშვილისგან არ მოელის არავინ, ეს არის გუნდრუკის კმევა და ზოგადად ამ რეჟიმის გარიგება საპატრიარქოსთან, იმიტომ რომ მათთვის პოლიტიკურ მოკავშირეს წარმოადგენს ანტიდასავლურ, პუტინისტურ პროპაგანდაში. ეს არის ამ განცხადების ყველაზე სამარცხვინო ნაწილი. ამ რეჟიმის შეცვლის შემდეგ უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი რეფორმა და ევროპული საქართველო ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ამ რეფორმის ხედვაზე პროექტ ახალი რესპუბლიკის ფარგლებში", - აცხადებს გიგა ბოკერია.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბიბლიური თავისუფლების გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხი გავლილი აქვთ საპატრიარქოსთანაც.
"ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე. არ შეიძლება, ამაზე თვალი დავხუჭოთ. ჩვენი ვალია, ეს საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარეთ კიდეც. ეს იყო ყველაზე დიდი მავნებლობა, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის წინააღმდეგ. აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ეს ფიქტიური, ვითომ რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა. ეს საკითხი გავლილი გვაქვს საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით, აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















