ეს ამბავი ძალიან შემაშფოთებელია - ბორელი ევროპარლამენტში კორუფციულ სკანდალზე

საქართველო, თბილისი - 18:47 | 12.12.2022
ნანახია: 310

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი ევროპარლამენტში კორუფციულ სკანდალს ეხმიანება და ამბობს, რომ ეს ძალიან შემაშფოთებელია.

„საქმე გვაქვს მოვლენასთან, ფაქტებთან, რომელიც, რა თქმა უნდა, მაწუხებს. ეს ამბავი ძალიან შემაშფოთებელია“, - აღნიშნა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

10 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბელგიაში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ევა კაილი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. როგორც ცნობილი გახდა, ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტის ხელმძღვანელებთან დაახლოებულ კიდევ რამდენიმე პირის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, შედეგად დაკავებულია სულ მცირე 4 ადამიანი.

დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ ჩატარებასთან დაკავშირებით.

ამასთან, ევროპარლამენტმა კორუფციული გამოძიების გამო ვიცეპრეზიდენტ ევა კაილისთვის მანდატის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე