ირანის მხარდაჭერა რუსეთის შეიარაღებული ძალების მიმართ, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში გაიზრდება - ბრიტანეთის დაზვერვა

საქართველო, თბილისი - 17:52 | 10.12.2022
ნანახია: 420

ირანი უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირე გახდა. იუწყება ბრიტანეთის დაზვრევა. უწყების ცნობით, რუსეთის არმიის ირანის მხრიდან მხარდაჭერა, სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში გაიზრდება. ამავე ინფორმაციით, ირანის მიერ ბალისტიკურ რაკეტების სავარაუდო გაგზავნის სანაცვლოდ, რუსეთი, დიდი ალბათობით, ირანს სამხედრო და ტექნიკური თვალსაზრისით, უპრეცედენტო დონეზე დაეხმარება.

"რუსეთმა SS-26 ისკანდერის მცირე რადიუსის მქონე ბალისტიკური რაკეტების მარაგის დიდი ნაწილი, დიდი ალბათობით, ამოწურა. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი დიდი რაოდენობით ირანული ბალისტიკური რაკეტების ექსპლუატაციაში მოიყვანს, სავარაუდოდ, მათ უკრაინის კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გასაგრძელებლად გამოიყენებს". – ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებაში.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე