ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ევა კაილი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:11 | 10.12.2022
ნანახია: 401

ბელგიაში ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ევა კაილი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. როგორც ცნობილი ხდება, ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტის ხელმძღვანელებთან დაახლოებულ კიდევ რამდენიმე პირის სახლში ჩხრეკა ჩაატარა, შედეგად დაკავებულია სულ მცირე 4 ადამიანი.

დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ ჩატარებასთან დაკავშირებით.

გამოცემა Politico-ს ცნობით, ჩხრეკისას პოლიციამ დაახლოებით 600 000 ევრო ნაღდი ფული ამოიღო.

ევა კაილი არის ბერძნული სოციალისტური პარტია „პასოკის“ წევრი. პარტიაში განაცხადეს, რომ მომხდარის გამო, კაილი უკვე გარიცხეს პოლიტიკური გაერთიანებიდან.

ევროდეპუტატი ევა კაილი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტის იმ წარმომადგენელთა შორის, რომლებიც კატარის შრომის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას იკვლევდნენ. კაილი იმყოფებოდა კატარში, რის შემდეგაც იქ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა, მიუხედავად საერთაშორისო ინსტანციების არაერთი განცხადებისა კატარში ოლიმპიური ობიექტების მშენებლობისას მუშების უფლებების დარღვევის შესახებ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე