მედიის ინფორმაციით, შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი, რამზან კადიროვის კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 12:11 | 05.12.2022
ნანახია: 307

შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი, რამზან კადიროვის კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, აბდურახმანოვზე თავდასხმა ორი წლის წინაც განხორციელდა.

ოპოზიციური მოძრაობა „ადათი“ იუწყება, რომ ხმები აბდურახმანოვის სიკვდილის შესახებ სიმართლე აღმოჩნდა.

„ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვაწარმოებდით და ვაწარმოებთ

შიდა გამოძიებას ტუმსოს მკვლელობის შესახებ. თავდაპირველად ვერ დავიჯერეთ მომხდარის შესახებ, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია მისი დაღუპვის შესახებ, მისი ძმა მუჰამადი კი სპეცსამსახურებმა გადამალეს“, - ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე