დავით არახამიამ რუსეთთან მოლაპარაკების პირობები დაასახელა

საქართველო, თბილისი - 14:02 | 04.12.2022
ნანახია: 476

უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკების პირობებს ასახელებს. მისი თქმით, უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა მოლაპარაკებების დასაწყებად რუსეთმა ოთხი პირობა უნდა შეასრულოს - დატოვოს უკრაინა, გადაიხადოს რეპარაციები, დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე, ნებაყოფლობით დათმოს ბირთვული იარაღი.

„ამის შემდეგ ჩვენ მზად ვართ, მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ და უსაფრთხოების გარანტიებზე ვისაუბროთ“, – წერს არახამია „ტელეგრამში“.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე