ვინც იცნობდით მიხეილ სააკაშვილს, ვეღარ იცნობთ. ვისაც გახსოვთ, როგორი იყო, სულ სხვანაირი დაგხვდებათ, მითხრა, წადი და რაც აქ ნახე თქვიო - ნატო ჩხეიძე
საქართველო, თბილისი - 16:55 | 29.11.2022 ნანახია: 643
ვინც იცნობდით მიხეილ სააკაშვილს, ვეღარ იცნობთ. ვისაც გახსოვთ როგორი იყო, სულ სხვანაირი დაგხვდებათ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პლენარულ სხდომაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, რადგან დროულად დააკმაყოფილა მისი განცხადება და მიეცა საშუალება წინა ორშაბათს, კლინიკა "ვივამედში" მოენახულებინა სააკაშვილი.
"მინდა მადლობა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს, რადგან დროულად დააკმაყოფილა ჩემი განცხადება და მომეცა საშუალება წინა ორშაბათს, ციხე-პალატაში მომენახულებინა ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, ვისზეც დღევანდელი ხელისუფლება ამბობს, სიმულანტი პატიმარიაო და ვისზეც წინა ხელისუფლება ამბობს, ქვეყნის აღმშენებელიაო და ვისზეც ჩვენი ახლანდელი და წინა ხელისუფლების სტრატეგიული პარტნიორები ამბობენ, მიხეილ სააკაშვილი პუტინის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პატიმარიაო. მივედი და ვნახე ის ადამიანი, რომლის ოპოზიციაში მეც ვიყავი მისი ხელისუფლების მმართველობისას და რომლის მმართველობის რევოლუციურმა წესმა თუ ბიუროკრატიულმა უწესობამ პირადად დამაზარალა და ჯერ კიდევ მომყვება ის ზიანი.
მივედი, ვნახე ის ადამიანი, რომლის ოპოზიციაში მეც ვიყავი მისი ხელისუფლების მმართველობისას და რომლის მმართველობის რევოლუციურმა წესმა თუ ბიუროკრატიულმა უწესობამ პირადად დამაზარალა და ჯერ კიდევ მომყვება ის ზიანი, ჯერ ისევ მომყვება.
მივედი. ვნახე.
ვინც იცნობდით მიხეილ სააკაშვილს, ვეღარ იცნობთ. ვისაც გახსოვთ, როგორი იყო, სულ სხვანაირი დაგხვდებათ.
თეთრი საღებავით გულმოდგინეთ შეღებილი ორი ფანჯრიდან ცის ჭუჭრუტანისოდენა ნაგლეჯიც არ ჩანს. საკანი კი არა, დილეგია. სავარძელზე ნახევრად დამჯდარ ნახევარჩონჩხს სამედიცინო სისტემა უდგას და ტემპერატურა 37.5 გრადუსი აქვს.
დეფორმირებული სახსრები, შეზღუდულად მოძრავი და ერთი უმოძრაო კიდური, გამეჩხერებული თმა და გადათეთრებულ სახეზე ნაძალადევი ღიმილი. ვერ იცნობ.
პალატა/დილეგის თვალიერებას იწყებ – სად არის ის, ვინც ფეხზე მდგარი 6 თვის წინ ნახე ტელევიზიით, 12 მაისს რომ გადმოიყვანეს ვივამედში. სხვა არავინ არის. მარტო ის არის, რასაც ხედავ.
„მოდი, აქ დაჯექი, ახლოს”, – გეუბნება და საუბრით ცნობ, სწრაფი და დამახასიათებელი მეტყველებით; ეს ერთადერთია, რაც შერჩენია, და ესეც ნაწყვეტ-ნაწტვეტად, ღრმა ამოსუნთქვა/ჩასუნთქვას შორის შუალედში შერჩენია.
მიხვალ ახლოს, დაუჯდები გვერდით და საუბრობ ამ მთისას და იმ მთისას, ცოტას წარსულზე, უფრო ცოტას აწმყოზე და კიდევ უფრო ცოტას მომავალზე. აგყვება და საუბრობს უფრო წარსულზე, მერე ზელენსკიზე, მერე… აღარაფერზე.
ისედაც ძაფზე ჰკიდია მისი მომავალი. ისედაც ძაფზე ჰკიდია მისი სიცოცხლე. მიხეილ სააკაშვილი არ არის პატიმარი, კოლეგებო. ასეთი სნეული ადამიანები ვერ არიან პატიმრები, ასეთები ვერ ასრულებენ პატიმრის მოვალეობას.
„ახლა წავალ“, – ვამბობ მე. „წადი და რაც აქ ნახე, თქვი”, – მეუბნება მაინც ღიმილით.
ვამბობ, რაც ვნახე. ვამბობ და გეუბნებით, და ვისაც ყურნი ასხედან, ისმინეთ!.. ჯერ დააყენეთ ფეხზე კოლეგა „ოცნებელებო“, მიხეილ სააკაშვილი და მერე შეაბით ხუნდები, თუ ასე გწადიათ.
ჯერ დააყენეთ ფეხზე. ჯერ აცოცხლეთ. ჯერ მიეცით საშუალება, უწამლოს იმან, ვინც იცის, ვისაც შეუძლია მისი გაჯანსაღება, სადაც შეუძლიათ მისი სიცოცხლის შენარჩუნება მიეცით უფლება სასამართლოს, სწორად გადაწყვიტოს! მიეცით უფლება იუსტიციის მინისტრს, სწრაფად იმიქმედოს! ნუ ზღუდავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლება!.. ლათინური შეგონება, იჩქარე ნელა, ახლა არ გამოდგება. ახლა უნდა იჩქაროთ სწრაფად! ახლა უნდა იჩქაროთ უსწრაფესად! არ უნდა დაიღუპოს დილეგში საქართველოს მესამე პრეზიდენტი!…
უნდა გადარჩეს! უნდა გადაარჩინოთ!.. თქვენ, კოლეგა „ოცნებელებო“, თქვენ უნდა გადაარჩინოთ!..” - განაცხადა ნატო ჩხეიძემ.
პოლიტიკა
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
- როგორც ჩანს, „ალიანსი“ დაიშლება, ახლა ვინ რომელ ფლანგზე წავა, არის ის ტაქტიკური გადანაწილება, რომელიც არაერთხელ ჩაატარეს გარედან დაკვეთით - შალვა პაპუაშვილი
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
- რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად, დნიპროში დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, მათ შორის 2 ბავშვია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
- „თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















