თურქეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა - დაშავდა სულ მცირე 39 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 10:44 | 29.11.2022
ნანახია: 342

თურქეთში, ბართინის პროვინციაში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, დაშავდა სულ მცირე 39 ადამიანი. იუწყება ტელერახი TRT.

„ქალაქ რიზედან ზონგულდაკში მიმავალი სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 39 ადამიანი“, - იტყობინება მედიასაშუალება.

დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს, დაწყებულია ინციდენტის გამოძიება. მომხდარის სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე