რუსებმა, შესაძლოა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დატოვონ - ენერგოატომი

საქართველო, თბილისი - 21:10 | 27.11.2022
ნანახია: 423

უკრაინული სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომის“ პრეზიდენტის პეტრო კოტინის განცხადებით, არსებობს ნიშნები იმისა, რომ რუსმა ოკუპანტებმა, შესაძლოა, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დატოვონ. იუწყება უკრაინული მედია.

„ბოლო კვირებში ვიღებთ ფაქტობრივ ინფორმაციებს, რომ გაჩნდა ნიშნები იმისა, რომ ისინი {ოკუპანტები} შესაძლოა, ზაპოროჟიეს ელექტროსაგურის დატოვებისთვის ემზადებოდნენ.

უპირველესად, რუსულ მედიაში გაჩნდა პუბლიკაციები, რომ ხომ არ ჯობდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დატოვება, ხომ არ ჯობს მასზე კონტროლი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გადაეცეს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი ალაგებენ ბარგს, ამასთან, იპარავენ ყველაფერს, რისი მოპარვაც შეუძლიათ“, - განაცხადა კოტინმა.

ამასთან, კოტინმა აღნიშნა, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი, რომ რუსი სამხედროები ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურს ტოვებენ, მაგრამ შესაძლებელია იმის თქმა, რომ ისინი ამისთვის ემზადებიან.

მისი თქმით, რუსებს ელექტროსადგურის მთელი ტერიტორია დანაღმული აქვთ.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინაში ელექტრონერგიის 25 პროცენტზე მეტს გამოიმუშავებდა. ამჟამად, ის ფაქტობრივად არ მუშაობს და ინტენსიურად იბომბება.

20 ნოემბერს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რაიონში 10 აფეთქება მოხდა, სადგურის ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე შენობა დაზიანდა.

შეგახსენებთ, 4 მარტიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე