ოკუპანტების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

საქართველო, თბილისი - 13:51 | 27.11.2022
ნანახია: 321

რუსი ოკუპანტების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა, დაშავებულთაგან ერთი ბავშვია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იაროსლავ იანუშევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.

იანუშევიჩის ცნობით, ოკუპანტებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ხერსონის ოლქის მისამართით 54-ჯერ გახსნეს ცეცხლი.

„რაშისტები განაგრძობენ ტერორის ტაქტიკის გამოყენებას, მიზანმიმართულად ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ოლქის მშვიდობიან მოსახლეობაზე“, – განაცხადა იანუშევიჩმა.

ოკუპანტებმა ასევე დაბომბეს ჩერნობაევკის, პრიდნიპროვსკოეს, მიზუკოვკის, ზელენოვკის, ანტონოვკის, ბლაგოვეშანსკოეს, პრიოზერნოესა და კამიშანის  დასახლებები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე