ვარშავაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, პოლონეთის სეიმში, უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე წუთით შუქი ჩააქრეს

საქართველო, თბილისი - 18:51 | 26.11.2022
ნანახია: 325

ვარშავაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორდღიან სესიაზე, პოლონეთის სეიმში, უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, რამდენიმე წუთით შუქი ჩააქრეს. 

„ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინელ ერს არ აკლია გადარჩენის ნება, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, რუსეთთან ომში გამარჯვების შემდეგ გააგრძელებს კეთილდღეობისკენ და ახალი, უკეთესი მომავლისკენ სწრაფვას“, – განაცხადა პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ბარბარა ბარტუშმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ორდღიანი საშემოდგომო სესია 24-26 ნოემბერს იმართება.

სესიის დაწყებამდე, ეუთო-ს თავმჯდომარე პოლონეთის მთავრობამ უარი უთხრა ვიზების გაცემაზე რუსეთის დელეგაციის წევრებს.

რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვის გამო, მილიონობით მოქალაქეს ელექტროენერგია არ მიეწოდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე