ზელენსკი კიევის რეგიონის ქალაქ ვიშეგოროდში ჩავიდა, სადაც რუსეთის სარაკეტო იერიშს 7 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:58 | 26.11.2022
ნანახია: 422

უკრაინული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტი ვოლოდმირ ზელენსკი კიევის რეგიონის ქალაქ ვიშეგოროდში ჩავიდა, სადაც 23 ნოემბერს რუსეთის სარაკეტო იერიშს 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 30 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვებიც.

ზელენსკიმ დაზიანებული ოთხსართულიანი საცხოვრებლი სახლი დაათვალიერა. მისი თქმით, ხელისუფლება აუცილებლ დახმაებას გაუწევს დაზარალბულ მოქალაქეებს და უზურუნველყოფს მათ საბინაო საჭიროებებს.

ზელენსკი ასევე იმყოფებოდა „უძლველობის პუნქტში“, რომლებიც უკრაინულ ქალაქებში იხსნება. აღნიშნულ პუნქტებში მოქალაქეებს შეუძლიათ გათბნენ, ტელეფონები დატენონ და ინტერნეტით ისარგებლონ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე