რუსეთმა ომში 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც მისი წლიური ბიუჯეტის მეოთხედია - Forbes

საქართველო, თბილისი - 16:08 | 25.11.2022
ნანახია: 349

Forbes-ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, 9 თვის განმავლობაში რუსეთმა 82 მილიარდი დოლარი დახარჯა, მისი წლიური ბიუჯეტის მეოთხედი.

ამ თანხიდან 14 მილიარდზე მეტი დაიხარჯა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებში. მიახლოებითი შეფასებით, შეჭრიდან ცხრა თვის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიის წინააღმდეგ გაშვებულია 4 ათასზე მეტი რაკეტა. თითოეულის ფასი დაახლოებით 3 მილიონი დოლარია.

თითქმის 6,6 მილიარდი დოლარი დაიხარჯა არტილერიის უზრუნველსაყოფად, 15,6 მილიარდი - სამხედროების ხელფასებზე. ასევე რუსეთმა დაკარგა 20,8 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა.

დასავლელი სამხედრო ექსპერტების თქმით, რუსული რაკეტების მარაგის დიდი ნაწილი ამოწურულია, მაგრამ 3-4 მასირებული იერიშისთვის ჯერ კიდევ საკმარისია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე