უნგრეთი უკრაინის დასახმარებლად 187 მილიონ ევროს გამოყოფს

საქართველო, თბილისი - 19:10 | 24.11.2022
ნანახია: 399

უნგრეთი უკრაინის დასახმარებლად 187 მილიონ ევროს გამოყოფს.

შესაბამის განკარგულებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მოაწერა ხელი. ეს იქნება უნგრეთის წვლილი ევროკავშირის მიერ დაგეგმილი დახმარების პაკეტში, რომელიც მთლიანობაში 18 მილიარდ ევროს მოიცავს.

ორბანის ხელისუფლების თქმით, უნგრეთი მზად არის თავისი წილი დახმარება გამოყოს უკრაინისთვის, თუმცა, ამის გაკეთება ორმხრივად, ევროკავშირის გარეშე სურს.

მანამდე, ცნობილი გახდა რომ ევროპარლამენტი უკრაინის დასახმარებლად დამატებით 18 მილიარდ ევროს გამოყოფს.

ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ უნგრეთი ევროკავშირის მიერ უკრაინის ახალ დახმარების პაკეტს მხარს არ დაუჭერდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე