ვირჯინიის შტატში, სუპერმარკეტში სროლას ათი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 16:02 | 23.11.2022
ნანახია: 369

აშშ-ში, ვირჯინიის შტატშის ქალაქ ჩესაპიკში „ვოლმარტის“ სუპერმარკეტში სროლას ათი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას BBC  ავრცელებს.

თავდამსხმელი, სავარაუდოდ, სუპერმარკეტის მენეჯერი იყო. მან კლიენტებს გაუხსნა ცეცხლი, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სროლის შედეგად არიან დაჭრილებიც. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

თავდასხმის მოტივი უცნობია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე