უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკის ოპერაციას ატარებს

საქართველო, თბილისი - 13:16 | 22.11.2022
ნანახია: 365

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკის ოპერაციას ატარებს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მოგვიანბეით, უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ პოლიციასა და ეროვნულ გვარდიასთან ერთად მიმდინარეობს კონტრდაზვერვითი ღონისძიებები, რაც მიზნად ისახავს წინააღმდეგობის გაწევას უკრაინაში რუსეთის სპეცსამსახურების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის.

უწყების განცხადებით, ღონისძიების მიზანია, დაადგინოს, ხომ არ გამოიყენება უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ნაგებობები დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფების, უცხოელი მოქალაქეების იარაღის თავშესაფრად. ასევე პროვოკაციებისა და ტერორისტული აქტებისგან მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სამართალდამცავები ეკლესიის წარმომადგენელთა უშუალო მონაწილეობით ათვალიერებენ ტერიტორიას და ლავრის შენობებს და ამოწმებენ იქ მყოფ პირებს.
 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე