სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო ოპერაციას სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 09:31 | 21.11.2022
ნანახია: 346

თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიის ჩრდილოეთში სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრია ავრცელებს. დაღუპულთა შორის არიან სირიელი სამხედროები, ქურთი მებრძოლები და ერთი ჟურნალისტი.

დარტყმების ძირითადი სამიზნე ქალაქი კობანი და თურქეთის საზღვართან მისი შემოგარენი იყო. საერთო ჯამში, თურქეთმა 25 ავიაიერიში განახორციელა.

თურქეთის ძალებმა ოპერაცია „კლანჭ-მახვილის“ ფარგლებში ქურთისტანის რეგიონსა და როჟავაში 89 სამიზნე დაიბომბეს.

თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათი მთავარი სამიზნე ქურთული სამხედრო დაჯგუფებებია, რომლებიც სტამბოლის ტერაქტის უკან დგანან, თუმცა ქურთები სტამბოლის აფეთქებასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე