ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ყასიმ-ჟომართ თოყაევი 82,45%-ით იმარჯვებს - exit poll

საქართველო, თბილისი - 09:17 | 21.11.2022
ნანახია: 447

„ღია საზოგადოება რეგიონული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის“ exit poll -ის თანახმად, ყაზახეთის მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი 82,45%-ით პრეზიდენტის არჩევნებში იმარჯვებს.

ყაზახეთის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 69,43 პროცენტმა.

ყაზახეთში ვადამდელი არჩევნები 20 ნოემბერს გაიმართა. პრეზიდენტის პოსტისთვის ექვსი კანდიდატი იბრძოდა.

წინასწარი ოფიციალური შედეგები სავარაუდოდ 22 ნოემბრისთვის გახდება ცნობილი.

 ოფიციალურად გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, ყასიმ-ჟომართ თოყაევი ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობას მომდევნო შვიდი წლით დაიკავებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე