ბულგარეთში სტამბოლის ტერაქტთან კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:47 | 20.11.2022
ნანახია: 413

ბულგარეთში სტამბოლის ტერაქტთან კავშირში მყოფი ხუთი პირი დააკავეს.

მათ ბრალი ორი მუხლით წაუყენეს – ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერაქტის ორგანიზების ხელშეწყობასა და ადამიანებით ვაჭრობისთვის.

ბულგარეთის გენერალური პროკურორის თქმით, აღნიშნული პირები საზღვარზე ადამიანებით ვაჭრობასა და კონტრაბანდას აწარმოებდნენ. დაკავებულთაგან სამი მოლდოვის მოქალაქე, ორი პირი კი – ქალი და კაცი, სირიელი ქურთები არიან.

13 ნოემბერს სტამბოლში ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებას რის ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ემსვერპლა, 81 კი დაშავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე