ილონ მასკმა დონალდ ტრამპს Twitter-ში დაბლოკილი ანგარიში აღუდგინა

საქართველო, თბილისი - 12:33 | 20.11.2022
ნანახია: 310

სოციალურ ქსელ Twitter-ის ახალმა მფლობელმა, ილონ მასკმა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპს დაბლოკილი ანგარიში აღუდგინა. 

მანამდე  მასკმა მცირე გამოკითხვა ჩაატარა იმასთან დაკავშირებით, უნდა აღუდგინოს თუ არა ექსპრეზიდენტს მისი პირადი გვერდი. „ხალხის ხმა, ღმერთის ხმაა“, – წერს მასკი ლათინურ გამონათქვამს.

დონალდ ტრამპს Twitter-ში ანგარიში, ძალადობისკენ წაქეზების შემცველი განცხადებების გამო 2021 წელს დაუბლოკეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე