ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კიევში ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 17:31 | 19.11.2022
ნანახია: 459

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ზელენსკი წერს, ორი ქვეყნის ლიდერმა შეხვედრაზე უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.

"ომის პირველივე დღეებიდან უკრაინა და დიდი ბრიტანეთი ყველაზე ძლიერი მოკავშირეები არიან.
დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში განვიხილეთ, როგორც ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე გლობალური უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. ერთად უფრო ძლიერები ვართ და მივაღწევთ სასურველ შედეგებს", - წერს ზელენსკი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე